თბილისში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო გაიხსნება. პროექტს ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატა ახორციელებს. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და მისი ექსტერიერისა და დიზანისათვის პალატამ არქიტექტორებისთვის კონკურსი გამოაცხადა. როგორც ისრაელი-საქართველო ბიზნეს პალატის წარმომადგენელი „კომერსანტთან" აცხადებს, საკონსკურსო განაცხადების მიღება 1 ნოემბერს დასრულდება და გამარჯვებულის გამოვლენას დამატებით 2 კვირა დასჭირდება.
კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, შენობის დიზაინის იდეა უნდა დაეფუძნოს „ვეფხისტყაოსანს", ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნდა იყოს ციტატები პოემიდან 3 ენაზე, (ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე). ნომრების დიზაინი კი პოემის სიუჟეტის მიხედვით უნდა შეიქმნას. სასტუმროს ფოეიეში ძველი წიგნებით ბიბლიოთეკაც მოეწყობა. გამოვლენილი გამარჯვებულებისთვის კი ფულადი პრიზებია დაწესებული. პალატაში ამბობენ, რომ „რედისონში" და „მარიოტში" მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შესვლა, ამიტომ ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატამ გადაწყვიტა განსხვავებულ მოტივზე აგებული სასტუმრო შეექმნა, ის რითაც საქართველო გამოირჩევა.
მათივე თქმით, სასტუმრო ბუტიკის ტიპის, 4-5 ვარსკვლავიანია და ძირითადად ისრაელიდან ვიპ-ტურებზე იქნება გათვლილი. სასტუმრო 15 ნომრიანი იქნება, მშენებლობის პროცესში 30 ადამიანი დასაქმდება, გახსნის შემდგე კი 20 ადამიანი. სასტუმროს გახსნა 2016 წლის აპრილშია დაგეგმილი. პროექტში ინვესტიციის სახით 5 მილიონი დოლარი ჩაიდება.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
commersant