ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ყველაზე პრესტიული ბუტიკ სასტუმრო KAAS Boutique Hotel–ი იხსნება
30 მარტი, 2017

თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბუტიკ სასტუმრო KAAS Boutique Hotel იხსნება. პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც Kaas boutique hotel Group-ში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობა და მისი დასრულება 2018 წელსაა დაგეგმილი. სასტუმრო მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაალ დუმბაძის 24 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო 81 ნომერს მოიცავს, საიდანაც 2 საპრეზიდენტოა. სასტუმროში იქნება სპა ზონა, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და ბარი.

სასტუმრო გათვლილია ოფიციალურ დელეგაციებზე, უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებზე და ბიზნესმენებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარია. Kaas hotel Group -ი ისრაელური სასტუმროების ბრენდია. კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ისრაელის მასშტაბით.

თბილისში კი KAAS Boutique Hotel-ის გარდა ჯგუფმა განახორციელა „რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის" პროექტი და სასტუმრო Rixos-ის პროექტი. ჯამში სამივე პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.