ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეა ახვლედიანი: „არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში
22 თებერვალი, 2021

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის. —  ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით საქართველოს მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დიალოგი არასდროს შეუწყვეტია.

მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია. ჩვენი სურვილია ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე  კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების  ყველა რგოლი. —  აღნშნა თეა ახვლედიანმა

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.