თელავი-ბათუმი და თელავი-ქუთაისი – რეისები, რომელიც შესაძლოა, თელავის აეროპორტიდან შესრულდეს
თელავის აეროპორტიდან, შესაძლოა, ავიარეისები ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით შესრულდეს.
როგორც BMG-ის კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხდა, საკითხი ჯერ მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და თუ დადებითად გადაწყდა, ავიარეისები ჯერ – ბათუმის, შემდეგ კი, ქუთაისის მიმართულებით დაინიშნება.
„ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან მოთხოვნა უკვე არის თბილისი-ბათუმზე. თელავი-ქუთაისზე კი, შეიძლება იყოს თვითონ მოქალაქეებისაგან ინიციატივა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ბევრი სარგებლობს და კახეთიდან ქუთაისამდე ჩასვლას სულ მცირე 6-7 საათი უნდა; თუკი შიდა ფრენები დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს შეამოკლებს გზას და გააიაფებს მგზავრობას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, კერძოდ, თუ როდიდან დაიწყება ავიარეისების განხორციელება და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს “მიმინოს” აეროპორტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოლაპარაკებები დასრულდება.