ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავი დღეს ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
05 ოქტომბერი, 2018

თელავის დღეს ღვინის ფესტივალის "თელავინო 2018" მასპინძელია. ფესტივალი "კახეთის მეღვინეთა გილდიის" ინიციატივით იმართება.

სტუმრებს და ადგილობრივებს ბევრი სახლისო ღონისძიება ელით.

ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ქართული ღვინის, ჭაჭის და სხვა სასმელების დაგემოვნება.

„თელავინო“ „ძველი ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.

„თელავინო“ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება 21 ოქტომბრამდე გასტანს, რომლის ფარგლებში გაიმართება:

12 ოქტომბერი - "ღვინობისთვე მარნეულში"
მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

13 ოქტომბერი - გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი 2018
გურჯაანი/ახტალის პარკი

13 ოქტომბერი - ქართული ღვინის ფესტივალი 2018
თბილისი/სიონის ქუჩა

17 ოქტომბერი - "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე"
თბილისი/ ღვინის ქარხანა #1

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.