ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავის აეროდრომის გაფართოება იგეგმება
25 მაისი, 2021

თელავის აეროდრომის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ bm.ge-ს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თელავის აეროდრომის გაფართოება ჯერ კიდევ პანდემიამდე იგეგმებოდა, თუმცა, შექმნილმა ვითარებამ პროცესების გადავადება გამოიწვია. მიმდინარე წლის ზაფხულში კი პროექტის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაიწყება.

რა რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული თელავის აეროდრომის პროექტის განხორციელებისთვის, ტეფნაძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა bm.ge-ს განუცხადა, რომ საავიაციო უნივერსიტეტს, გაფართოებული მიმინოს აეროდრომის პროექტი უკვე მზად აქვს. შიოშვილის თქმით, აეროდრომი, შიდა ფრენებს განახორცილებს, რაც ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

“მიმინოს აეროდრომით დღესაც სარგებლობს საავიაციო უნივერსიტეტი, ის ახორციელებს ტერიტორიის ზედამხედველობას. მათ აქვთ სურვილი, რომ უფრო მეტად გააფართოონ აეროპორტი, რომ შიდა ფრენებიც განხორციელდეს. ეს ძალიან დაეხმარება შიდა ტურიზმს, გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.