ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავის ახლადგახსნილ მუზეუმში კანალიზაცია გასკდა და ექსპონატები დაზიანდა
29 მაისი, 2018

თელავის ახლადგარემონტებულ ისტორიულ მუზეუმში კანალიზაციის მილი გასკდა და რამდენიმე ექსპონატი დაზიანდა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მუზეუმის თანამშრომლებმა განაცხადეს, სიმძიმის გამო, საკანალიზაციო მილმა გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და ჟონვა დაიწყო. თანამშრომლების ამბობენ, რომ ჩამონაღვეთი დიდი რაოდენობით არ იყო.

knews.ge-ს მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, მუზეუმის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები დროულად მიიღო. „შემთხვევის შედეგად მცირედით დაზიანდა 4 ექსპონატი, თუმცა მათგან არც ერთი არ იყო მუზეუმში დაცული შედევრი. დაზიანებული ნახატები უკვე აღდგინილია და საკანალიზაციო სისტემაც შევაკეთეთ“, - ამბობს გურამ ურჩუხიშვილმა.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის განახლება 14 მილიონი ლარი დაჯდა და 16 მაისს გაიხსნა.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორ ეტაპად განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში  თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცე შიექმნა.

აშენდა ახალი მუზეუმი და ტერიტორიაზე კეთილმოეწყო, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს. მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო  აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები  და  რარიტეტული  გამოცემები.

მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.

მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. როგორც გახსნისას აღინიშნა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.