ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავის ღვინის მარანი: გაურკვეველია, 2022 წელს როგორი იქნება მსოფლიოში ღვინის ფასი
11 იანვარი, 2022

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2022 წელი რთული იქნება იმის გამო, რომ გაურკვეველია რა იქნება გლობალურად ღვინის ფასი და ბაზარზე მოთხოვნა რა კატეგორიაზე ჩამოყალიბდება.

როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ამის მიზეზი მასალების გაძვირებაა, მათ შორის, დამხმარე და მაკომლექტებელი ჩამოსხმისთვის, საგრძნობლად გაძვირებულია ენერგო რესუსრებზე ტარიფიც.

„გაძვირდა უჟანგავი ფოლადი, მეტალი, ეს რამდენად აისახება ღვინის ფასზე არ ვიცი და რამდენად მზად იქნება მომხმარებელი. ამას ემატება  საფრანგეთსა და იტალიაში ყურძნის დაბალი მოსავლიანობა, შესაბამისად, თუ ეს არ შეივსო სხვა ქვეყნების პროდუქციით, შეიძლება ღვინის გარკვეულ კატეგორიაში დეფიციტი შეიქმნას. არ ვიცი რა იქნება, შეიძლება ფასები გაიზარდოს. ჩვენ კი მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი ვართ და ის რაც გლობალიურად ხდება, ჩვენზეც აისახება,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

რამაზაშვილი 2021 წელსაც აჯამებს და აცხადებს, რომ გაუმჯობესება 2020 წელთან შედარებით შეინიშნებოდა, თუმცა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს ჯერ ისევ ვერ დაუბრუნდა.

რამაზაშვილის ინფორმაცით, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე პანდემიამდელ მაჩენებელთან შედარებით დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.

ამ დროისთვის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინოს 28 ქვეყანაში ყიდის.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.