ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავის ღვინის მარანი: გრძელვადიან სტრატეგიაზე 2023 წელსაც ვერ ვიფიქრებთ
04 იანვარი, 2023

2023 წლის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი საუბრობს. მისი განმარტებით, მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად ცვალებადია, ამას მიჰყვება სავალუტო კურსის რყევებიც,შესაბამისად,  წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია.

„ჩვენ მოკლევადიან გეგმებს ვაწყობთ და გრძელვადიან სტრატეგიაზე ნაკლებად ვფიქრობთ. უფრო სწორედ, გრძელვადიანი გეგმები გაქვს, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში მისი შესრულების ალბათობა ნაკლებია,“-აცხადებს რამაზაშვილი.

ბიზნესმენი მსხვილი  ინვესტიციების განხორციელებას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგან მსოფლიოში არასტაბილური გარემოა.

„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.კომპანია ექსპორტს ჯამში 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.