თელავისა და ბიბერახის მეგობრობის 30 წლის აღსანიშნავად თელავში ქანდაკება დაიდგმება
თელავისა და ბიბერახის მეგობრობის 30 წლის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქანდაკება დაიდგმება. თელავის მერიის მიმდებარე სკვერში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ქანდაკების ავტორი გერმანელი სკულპტორი ფრანკ რენდხენია.
,,თელავისა და ბიბერახის მეგობრობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. ეს ქანდაკება კი კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი ქალაქების მეგობრობის. ქანდაკება ორი ფენის, გრანიტისა და მინისგან შედგება, სწორედ მინაზე შეუძლია ნებისმიერ მსურველს საკუთარი ვინაობისა და კეთილი სურვილების უკვდავყოფა.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.
სკულპტურა სახელწოდებით „ორი დარაჯი თელავისათვის“
ძეგლი 3 ნოემბერს, ერეკლეობის საზეიმო ღონისძიბების ფარგლებში გაიხსნება.
ipress.ge