ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება 2017 წლის ნაცვლად, 2019 წელში ექნება
11 ივლისი, 2017

თელავის მერის პლატონ კალმახელიძისგანცხადებით, ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება 2019 წელს ექნება. ამის შესახებ მან  გადაცემაში „საქმის კურსში" განაცხადა.

თელავის 24 საათიანის წყალმომარაგების პროექტი 2015 წელს დაიწყო და წინასაარჩევო დაპირებისამებრ, 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა პლატონ კალმახელიძის თქმით, ეს დაპირება სრულ წყალმომარაგებას არ ითვალისწინებდა და მასში მხოლოდ პროექტის პირველი ფაზა იგულისხმებოდა.

„როცა ეს ითქვა, საუბარი იყო პირველ ფაზაზე. სრულ დაფარვაზე საუბარი არ ყოფილა. თელავის სრული წყალმომარაგების პროექტი წელს ვერ დასრულდება. ერთი ფაზა დასრულდა და მეორე ფაზა იწყება. 10 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია, გატენდერდება და სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. ორ წელიწადში ქალაქს ექნება გადაჭრილი ის პრობლემა, რომელის გადაჭრაც საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ შეძლეს. ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება აქამდე არასდროს ჰქონია", - აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.

მისივე თქმით, სრული წყალმომარაგების პირველი ფაზის დასრულებამ თელავში კერძო ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუწყო: „ბოლო სამ წელიწადში ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით ოთხ მილიონ ლარს მიაღწია. დაახლოებით 100-მა ინვესტორმა დაიწყო აქტიურობა, კერძოდ სასტუმრო ბიზნესის და მომსახურების სფეროს მიმართულებით".

ამასთან, თელავის მერის ინფორმაციით, ერთ-ერთ უცხოელ ინვესტორთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ უახლოეს მომავალში თელავში წვენების გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნას.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.