ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში Golden Tulip-ის სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა
08 ივლისი, 2017

თელავში Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი შეიცვალა. როგორც სასტუმროს მფლობელი სს „კახეთის" წარმომადგენელი ზურაბ ნეფარიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთავარი შენობის გარდა დაგეგმილია გარე პერიმეტრის განვითარებაც, ამიტომ გახსნის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

„ ჩვენ გვსურს სასტუმროს გარდა მოვაწყოთ, საკონფერენციო, საბანკეტო სივრცეები, რესტორნის ფართები, ვმუშაობთ პროექტის განვითარებაზე და შემოდგომაზე გვეცოდინება, როდის დასრულდება სამუშაოები" აცხადებს ნეფარიძე

მისივე თქმით, პროექტის ცვლილების შემდეგ დამატებითი ინვესტიციები ჩაიდება.

თავად სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი და 101 ნომრიანია. სასტუმროს პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ის საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.