ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
18 სექტემბერი, 2017

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამჟამად შიდა სამუშაოები ისტორიული მუზეუმის ახლადაშენებულ შენობაში მიმდინარეობს.  ამის შესახებ "აიპრესთან" თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განაცხადა.

ურჩუხიშვილის თქმით, ისტორიული მუზეუმის შენობაში მიმდინარე ძირითადი სამუშაოები სავარაუდოდ ნოემბერში დასრულდება.

"ამ ეტაპზე მუზეუმის შენობაში შიდა სამუშაოები ტარდება, რომელიც ჩემი ინფორმაციით, ნოემბერში დასრულდება. ეზოში მოსაწყობია დენდროლოგია, შემდეგ დიდი სამუშაო გვექნება საექსპოზიციო დარბაზებში. დარბაზების მოწყობაში დაგვეხმარებიან დიზაინერები. ფონდსაცავში დაახლოებით 65 000 ექსპონატი ინახება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს ალბათ უკვე გაზაფხულიდან ვუმასპინძლებთ", - აღნიშნა "აიპრესთან" საუბრისას გურამ ურჩუხიშვილმა.

მთლიანობაში ერეკლე მეფის სასახლის კომპლექსი მეფის სასახლე -მემორიალს, ისტორიულ მუზეუმსა და გალერეას აერთიანებს. 

ბატონის ციხის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორცილდება. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 6 423 430 ლარია.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.