თელავში, ერეკლე მეფის სასახლისა და მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება
თელავში, ერეკლე მეფის სასახლისა და მუზეუმის სარებილიტაციო სამუშაოები ამ წლის ბოლომდე დასრულდება - ინფორმაცია ''აიპრესს'' თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა მიაწოდა.
''მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გამოყენების ვადა წლის ბოლოს იწურება, ამიტომაც თანხა მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. მუდმივად მირეკავენ ტურისტული კომპანიები, მაგრამ არ გვაქვს საშუალება ტურისტების მიღების, ეს ფინანსურთან ერთად მორალური ზარალიც არის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფონდსაცავებიდან ექსპონატების განთავსება უნდა მოხდეს დარბაზებში, ასევე მოსაწყობია ეზოს დენდროლოგია და კიდევ რიგი სამუშაოები,''- განაცხადა ''აიპრესთან'' გურამ ურჩუხიშვილმა.
კოპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე შეწყდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს რეაბილიტირებული სასახლე პირველი სტუმრების მიღებას.
ipress.ge