3 ნოემბერს თელავში ყოველწლიური „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა, სადაც მეწარმეები ქართული პროდუქტის წარადგენენ.
ღონისძიების მიზანია ქართული მეწარმეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ჭაჭისა და ქართული.პროდუქციის დაგემ9ვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება.
გამოფენა-გაყიდვაზე შესაძლოა მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების, საკვებისა და არაალკოჰოლური სასმლის წარდგენა.
ღონისძიება კულტურის პალატის ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.