თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტი ახალ ფუნქციას იძენს - პროექტი წლის ბოლოდან დაიწყება
თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ფუნქციით აღდგენის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივის“ დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა განუცხადა.
პროექტი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება.
ზილფიმიანის განცხადებით, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები. პროექტი ითვალისწინებს ჯამში 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს. მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე აშენდება 50 ნომრიანი სასტუმრო, შემდეგ კი ეტაპობრივად 100 ნომერი დაემატება.
როგორც ზილფიმიანი განმარტავს, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. მისი ინფორმაციით, სასტუმროს ოპერატორი კომპანია ადგილობრივი იქნება.
business-partner.ge