შტაბის გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი და ღვინის კომპანიების მენეჯერები დაესწრნენ.
ცნობილია, რომ 2017 წელს რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ღვინის საწარმო ჩაიბარებს. ყურძნის რეალიზაციისათვის კი თვითთმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები.
"წელს დაახლოებით 140-150 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. ყურძნის მისაღებად კი 100-მდე კომპანიაა მზადყოფნაში. 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს."- განაცხადა რთველის შტაბის კოორდინატორმა, გილრგი სამანიშვილმა.
რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
რთველი სექტემბრიდან, დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს კახეთის რეგიონს.
www.ipress.ge