თელავში, მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე სასტუმროს მშენებლობაზე სამუშაოები სექტემბრიდან განახლდება. პროცესი ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა გადაავადა.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივის“ წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, მართვაში კი საერთაშორისო ოპერატორი შევა.
პროექტი ითვალისწინებს მუზეუმის მშენებლობასაც. ჯამში კი 10 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.
ხითარიშვილის ინფორმაციით, 5 ჰა ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ღვინის ქარხნის „ვაინ კახეთის“ მშენებლობა, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 10 მლნ ლარი. ამ ეტაპზე მისი განვითარების პროცესი მიმდინარეობს.
გარდა ამისა, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი, ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები.
business-partner.ge