ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება
21 მაისი, 2018

თელავში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება. ახალი ბრენდი სასტუმრო „თელავის” შენობაში განთავსდება.

ძველი სასტუმრო ბიზნესმენმა შალვა ერისთავმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მისი რესტავრაცია საკუთარი სახსრებით დაიწყო. როგორც შალვა ერისთავი knews.ge-სთან აცხადებს, სასტუმრო 6 სართულიანი იქნება და 85 ნომერი განთავსდება. სასტუმროში იქნება საკონფერენციო დარბაზები, ოფისები, რესტორანი „კახელები“, აუზი, ტრენაჟორები და ესპანური რესტორანი.

„სასტუმროს ესპანური ჯგუფი მართავს და რესტორნის კონცეფცია აქვთ. გადაწყვეტილება, „ჰოლიდეი ინ”-თან შეთანხმდა. თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ის სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი კლასის იქნება“, - ამბობს ბიზნესმენი.

სესხი სასტუმროს სარემონტო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამა Creditline-ის ფარგლებში 6 მილიონი ლარის კრედიტი თი ბი სი ბანკისგან დამატებით აიღო. შალვა ერისთავის ინფორმაციით, იმავე პროგრამით ბანკიდან მილიონი დოლარის კრედიტიც გამოიტანა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.