ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში სასტუმრო «ალაზნის ველი» გაფართოვდება
04 მაისი, 2017

პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თელავში სასტუმო „ალაზნის ველი“ გაფართოვდება

►სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 23-ე ბენეფიციარი ჰყავს, 

► პროგრამის მხარდაჭერით შპს „ელგი“ შეძლებს გააფართოვოს სასტუმრო სახელწოდებით „ალაზნის ველი“ - 31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახი დაემატება. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდგომ, სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით და სადეგუსტაციო დარბაზი. 

►სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. 

► პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. 

►პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 
მხარდაჭერილია 246 პროექტი, ჯამური ინვესტიცია 565 მილიონ ლარზე მეტი. დასაქმდება 11 000-მდე ადამიანი

►ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთwww.qartuli.ge

#აწარმოესაქართველოში #ეკონომიკა2017


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.