ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში სასტუმრო ქვევრი წლის ბოლომდე გაიხსნება
01 ივლისი, 2021

თელავთან, სოფელ შალაურში ცნობილი სასტუმრო „ქვევრი“-ს გახსნა პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო. როგორც „კომერსანტს“ შპს ქვევრის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი უყვება, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სასტუმრო პირველ სტუმრებს, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მიიღებს.

„ამჟამად ფინანსების მობილიზების გარკვეულ პროცედურებს გავდივართ. სასტუმროში უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და იმედი გვაქვს, სექტემბერში, ან ყველაზე გვიან წლის ბოლომდე, „ქვევრი“ გაიხსნება“, - აღნიშნა კლდიაშვილმა.

4  000 000 ლარიანი სასტუმრო „ქვევრის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. კომპლექსი 17-ნომრიან მთავარ შენობასა და  ქვევრის ფორმის 20 კოტეჯს აერთიანებს. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება.

მთავარ შენობასთან და კოტეჯებთან ერთად კომპლექსში გაერთიანდება რესტორანი, ბარი, აუზები, სპა, საბავშვო გასართობი ადგილი, გაშენებული ვენახი.

სასტუმროს გახნა, რომელიც 3 ჰა ფართობზე შენდება, 2021 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. 

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.