ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
19 ივნისი, 2018

თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კულტურული კვლევის ცენტრი“ ახორციელებს.

სამუშაოების დაწყების პროცესშივე ზუზუმბოს ტერიტორიაზე გამოვლინდა გვინბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯოს სამაჯური, კერამიკული მასალა (ძვ.წ.აღ. XVI-XIVსს-ის) და ძვ.წ.აღ (X-VIIIსს-ის) რკინის შუბის პირი, რაც ადასტურებს, რომ თელავის ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად ჩანს დასახლებული. ამჟამად მიმდინარეობს სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები.

თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ზუზუმბოს, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს. სამუშაოების მიზანია ქალაქის უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით გამდიდრება და სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების შექმნა.
სატენდერო პირობის თანახმად, რამოდენიმე დღეში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ლოკაციაზე დაიწყება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.