ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელეთის ყველის საწარმო „სენე“ მომხმარებელს ყველის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს
23 მარტი, 2018

თელეთის ყველის საწარმო „სენე“ მომხმარებელს ყველის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს

კომპანია თელეთი "სენემ" , ტრადიცილულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, სულგუნის ნაირსახეობათა ახალი ხაზი გამოუშვა. ახალი ხაზი ბრენდირებულია და თანამედროვე შეფუთვაშია.

საწარმოს თანადამფუძნებლის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ცნობით, ახალი ხაზი მოიცავს: პიტნიანი სულგუნი (გებჟალაის არომატით); ხმელი სულგუნი - ცვილში შენახული; ხმელი სულგუნი-სანთელში შენახული; ხმელი სულგუნი - ღვინოში შენახული; სულგუნის ქისა - სვანური ტექნოლოგიით.

„სულგუნის დავარგება... საკუთარ კანში დაბერება, მომწიფება ხდება იმ რესურსით, რა ცხიმიც მოიპოვება სულგუნში... მხოლოდ ამის შემდეგ ემატება - შესაფუთი "მასალები": თაფლი, სანთელი, ღვინო, ვაკუუმის ცელოფანი,“ - წერს სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

იქვე განმარტავს, რომ რძეს საწარმო იბარებს ადგილობრივი ფემერებიდან.

თელეთი -სენე HACCP -ის - კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერთიფიცირებული სისტემის მფლობელია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.