ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"თელიანი ველის" მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია
25 მაისი, 2022

IWC 2022-ზე წარდგენილ "თელიანი ველის" ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს - Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.

ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:

  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 - Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 - ოქროს მედალი
  • გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 - ვერცხლის მედალი
  • თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 - ვერცხლის მედალი
  • თელიანი ველი, WINERY97  გაუფილტრავი საფერავი 2020 - ვერცხლის მედალი
  • გლეხური, ქისი ქვევრი 2019 -  ვერცხლის მედალი
  • გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 - ვერცხლის მედალი

ინფორმაციისთვის, International Wine Challenge მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. 

წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.

International Wine Challenge 2022 წლის საუკეთესო მეღვინეებს შემდეგ კატეგორიებში წარადგენს: წითელი, თეთრი, ცქრიალა, შემაგრებული და ტკბილი ღვინო.

2022-წლის კონკურსში 317 ოქროს, 1731 ვერცხლის და 2048 ბრინჯაოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა. IWC2022-ის რჩეული მეღვინეების ვინაობა 7 ივლისს გამოცხადდება.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.