თემქაზე დღეს სპორტული კომპლექსი გაიხსნება.
კომპლექსი 3247 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შესაძლებლობაქ აქვს ერთდროულად 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახუროს.
ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები, შესაბამისად, სპორტული კომპლექსში არის ჭიდაობის დარბაზი; კრივის რინგი; 2 საცურაო აუზი (დიდი – 25 მ. პატარა – 15 მ); ფიტნეს-დარბაზი; კაფე; სპორტული მაღაზია.
www.travelingeorgia.ge