თემურ ჭყონია აჭარის ტურიზმის მთავარ პრობლემებს ასახელებს. როგორც ბიზნესმენი "საქმის კურსთან" აცხადებს, ის, რომ ქობულეთი ამ დრომდე სათანადოდ ვერ განვითარდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის ბრალია.
"25 წელზე მეტია რეგულარული რეისები არ არის დანიშნული თბილისი - ბათუმის მიმართულებით, არის მხოლოს სეზონური. ტრანსპორტზეც ხომ გითხარით, თქვენ ხუმრობაში გადაგაქვთ ეს (ტრასაზე) ძროხების თემა, მაგრამ ეს არის კატასტროფა. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამას და ხმას არ ვიღებთ. მაგრამ უცხოელებისთვის ეს არის სტრესი.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა რაც არსებობს, დასუფთავება იქნება თუ სანაპიროს მოვლა, არ ხდება სამწუხაროდ. ზღვას იცით როგორ უყურებენ? ზღვა ყველაფერს იტანს...ეს არის ბარბაროსული დამოკიდებულება იმ სიმდიდრის მიმართ, რაც ჩვენ გაგვაჩნია.
ბიზნესმენი კი რას ფიქრობს - თუ მიმოსვლა არ არის, თუ ტრანსპორტი არ არის... სახელმწიფომ უნდა განავითაროს ეს ყველაფერი, ბიზნესმენს ხელი უნდა შეუწყოს და აიძულოს, კარგი გაგებით, რომ ჩვენ გვაქვს პროექტი აქ და აქ ჩადე ფული",-აცხადებს ჭყონია.
www.bm.ge