ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თემურ ჭყონია: ქობულეთში მაღალი დონის 50 სასტუმრო უნდა იყოს
19 ოქტომბერი, 2017

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქობულეთში მაღალი დონის 50 სასტუმრო უნდა იყოს. 

თემურ ჭყონია "საქმის კურსთან" ამბობს, რომ რაც მეტი სასტუმრო იქნება ქობულეთში, კურორტი უფრო მეტ ადამიანს მოემსახურება. ბიზნესმენი დადებითად უყურებს ქობულეთში დაანონსებული 200-მილიონიანი სასტუმროს მშენებლობას და აღნიშნავს, რომ ეს კონკურენცია არ არის. 

"რატომ არ ვითარდება ქობულეთი ისე სწრაფად როგორც მე მსურს? ზუსტად ამის უკმარისობაა. ანტალიაში 25 წლის უკან 3-4 სასტუმრო იყო, ახლა არის 500 და ყველა არის დატვირთული. კონკურენციის ჩვენ არ გვეშინია, პირიქით. რაც მეტი სასტუმრო იქნება, სტუმარიც მეტი იქნება. ქობულეთში უნდა იყოს Georgia Palace-ს დონის სასტუმრო 50",- აცხადებს თემურ ჭყონია. 

ქობულეთში 200-მილიონიანი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება. 220 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ხელშეკრულებით მისი დასრულების ვალდებულება კომპანია "კრისტალ ბილდინგს" 42 თვეში აქვს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.