მომხმარებლები გვყავს და რა მოლოდინიც გვქონდა გამართლდა, - ამის შესახებ მულტიფუნქციური გამაჯანსაღებელი ცენტრი „ტენზოს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თამარ ჯანიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი განცხადებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა აუზსა და სავარჯიშო დარბაზზეა.
„გვაქვს 25-მეტრიანი აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, იოგის დარბაზი, საერთო სამუშაო სივრცე, კაფე და მალე დაგვემატება სამასაჟე ზონა, გარე გასარუჯი ტერასა, ბოქსის დარბაზი და სამაგიდო ჩოგბურთი. მომხმარებლები გვყავს და რა მოლოდინიც გვქონდა გამართლდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა აუზსა და სავარჯიშო დარბაზზეა. ვინც ჩვენი კონკურენტია, რა თქმა უნდა, ვუწევთ კონკურენციას და მათზე დაბალი ფასები გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჯალიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ კომპლექსი ქსელის გაფართოებას და ფილიალების დამატებას არ აპირებს.
მულტიფუნქციური გამაჯანსაღებელი ცენტრი „ტენზო“ 2023 წლის ივლისში დაფუძნდა და ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 70 ნომერში მდებარეობს.
კომპლექსი აერთიანებს 25 მეტრიან აუზს, სპა ცენტრს, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს, ფიტნესის, აერობიკის და ბოქსის სივრცეებს, სამასაჟე ზონას, მზის ნაკადის ტერასას, კაფეს, კომფორტულ სამუშაო კუთხეს, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ იმუშაონ ან დაგეგმონ საქმიანი შეხვედრა თუ ლანჩი სივრციდან გაუსვლელად.
bp.ge