ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თერჯოლაში წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
18 ოქტომბერი, 2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფ. გოფანდის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით კომპანია „კამარამ“ შეასრულა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრის პერიმეტრზე და ხის კონსტრუქციებზე კამარა კირის ხსნარის შელესვით. დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები. ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით,მოპირკეთდა 5სმ სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარებები და სარკმელები ,ასევე საბურველი რუხი ფერის თუნუქით ლორფინის იმიტაციით.

ტაძრის ფასადები დამუშავდა კირხსნარით (ამოისვსო ნაკერები).მოეწყო სახურავი ხის კონსტრუქციებზე ,-სარინელი ტაძრის პერიმეტრზე და მის მიმდებარედ, დამატებით დასავლეთის მხრიდან.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.