ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
11 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება
08 მაისი, 2019

11 მაისს, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ორგანიზაროტების განცხადებით,  წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის.

წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი მარანი (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება – კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვ.

ახალი ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე იქნება მუსიკაც —  ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი. იქნება სახალისო პროგრამა, ღვინის კლუბისგან გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.

2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.