ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
11 აპრილიდან Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით იფრენს
06 აპრილი, 2021

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით რეისების განახლების შესახებ აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 11 აპრილიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი ოპერირებას კვირაში 2 სიხშირით მოახდენს. 

“მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ 11 აპრილიდან, კვირაში ორჯერ განვახორციელებთ თელ ავივის მიმართულებით ფრენას: ყოველ ხუთშაბათს და კვირას! იმ მგზავრებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ბილეთები სხვა დღეებში, შევთავაზებთ ახალ არსებულ თარიღებს და სხვა დანარჩენს კი შეეძლებათ ბილეთების დაჯავშნა. ახალი ბილეთებისათვის, ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდ ან გაყიდვების ოფისებს! ბილეთის შეძენამდე გთხოვთ, მიიღოთ ყველა შესაბამისი რეგულაცია წარმომადგენლობით საკონსულოებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში! მოუთმენლად გელოდებით ბორტზე”, აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.