ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
11 კათხა: ამ პირობებში რესტორნის გახსნას აზრი არ აქვს
27 იანვარი, 2022

რესტორან „11 კათხას“ დირექტორი დავით ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რესტორანი თითქმის ორი წელია დახურულია და როდის გაიხსნება არც ეგაა ცნობილი.

მისი ინფორმაციით, ობიექტი ტურისტულად აქტიურ ქუჩაზეა და შემოსავლების ძირითადი ნაწილი უცხოელი ტურისტებიდან მიღებული თანხებზე მოდიოდა, ამ პირობებში, კი როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, რესტორნის გახსნა არ ღირს.

“ისეთი რეგულაციებია და რესტორნის შენახვას იმხელა ხარჯი უნდა, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს,“ - აცხადებს ტრაპაიძე.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, „11 კათხის“ ხელმძღვანელი რესტორნის გაყიდვას არ აპირებს, რადგან რესტორნის ფართი, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანშია, მის საკუთრებაში არ არის.

„იჯარით გვაქვს აღებული, მეპატრონეც შედის ჩვენს მდგომარეობაში და არ გვახდევინებს თანხას. სხვა ლოკაციაზე გადასვლასაც არ განვიხილავთ, რადგან სხვაგან დამატებითი თანხა დაგვჭირდება რემონტისთვის, რისი საშუალებაც ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ბანკის სესხს,მისი დაფარვა საკუთარი აგარაკის გაყიდვით მიწევს,“ - აღნიშნავს ტრაპაიძე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.