ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეთნულდის გენგეგმაზე მუშაობა სრულდება
25 დეკემბერი, 2017
თეთნულდის განაშენიანების რეგულირების გეგმა იანვარში მზად იქნება. ამის შესახებ bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მზად იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმა, გადაწყდება, სად შეიძლება გაკეთდეს სასტუმროები, სად მოეწყოს ტურისტული ზონები და ა.შ. 

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და მულახის სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმაზე კომპანია „გეოგრაფიკი“ მუშაობს. გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში რამდენიმე თემის გენგეგმის შექმნა მოხდება. 

"პროექტში გათვალსიწინებულია ეკონომიკის დარგების შეფასება, მათ შორის ტრანსორტის, კომუნიკაციების, კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს სტაბილურობისა და მდგრადობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხი. 

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება თეთნულდისა და უშბის სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენებაც და დეტალური ზონირებული რუკების გაკეთება", - განუცხადა "გეოგრაფიკის" ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემ bm.ge-ს 2016 წელს, როდესაც გეგმაზე მუშაობა იწყებოდა.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.