ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი გაიხსნა
19 დეკემბერი, 2017

სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საბაგიროები ყოველდღე, 10:00-16:00 მდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.

თეთნულდზე სულ არის 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. 

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გაგრძელდება. 

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი ოფიციალურად გაიხსნება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო. 

ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.