მესტიის ზამთრის კურორტზე ხალხმრავლობაა. როგორც ტელეკომპანია „იმედს“ მესტიის მერიაში განუცხადეს, თეთნულდზე საკმაოდ ბევრი ტურისტია, თითქმის დაჯავშნილია სასტუმროები და სასტუმროს ტიპის კერძო სახლები.
როგორც მერიაში ამბობენ, სასტუმროებში ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებული.
თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნისაა (1.7კმ).
კურორტზე ფუნქციონირებს 9 სათხილამურო ტრასა, როგორც პროფესიონალთათვის, ასევე მოყვარულთათვის და სწორედ ამიტომ იპყრობს დამსვენებელთა ყურადღებას.
მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის ბლოსთვის გაიხსნა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გაიხსნა. ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგირო ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.
მოთხილამურეთა უსაფრთხოებაზე მოთხილამურე პატრული და სპეციალური სამაშველო ჯგუფი ზრუნავს.
თეთნულდზე სულ 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი.
სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 10000-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge