წყალტუბოს რაიონში, თეთრა მღვიმის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მომსახურების ობიექტი გაიხსნება. ინფრასტრუქტურა 4780კვ.მ ფართზე მოეწყობა.ამ მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტო ფართს იჯარით გასცემს. აუქციონი უკვე გამოცხადებულია.
აუქციონში გამარჯვებულმა 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და თეთრა მღვიმეში და მღვიმის მიმდებარედ უნდა მოაწყოს ვიზიტორთა მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე უნდა უზრუნველყოს მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის განათება, საზოგადოებრივი წესრიგისა და სისუფთავის, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
gbc.ge