ბათუმში სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი “თეთრი იალქნები” ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბერში შევა, კომპლექსში განთავსებული სასტუმროები და აპარტოტელები კი პირველ სტუმრებს 2021 წლის ივნისიდან მიიღებს.
პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია, კომპანია ARmeridans-ი ახორციელებს.
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი 16-სართულიანი და ორი 18-სართულიანი შენობებისაგან.
კომპლექსი 120 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შენდება, ტერიტორია ორი ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და 6 აპარტ-ოტელს მოიცავს. კომპლექსში განთავსდება ღია და დახურულ აუზები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ლაუნჯ ბარები.
კომპლექსში 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
www.travelingeorgia.ge