თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2 მლნ-ზე მეტი დაჯდება
თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტს მსოფლიო ბანკი SLRP III-ის ფარგლებში დააფინანსებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პერიოდი 9 თვეა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 198 070 ლარი.
კონკურსის პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ კრიტერიუმებს, მათ შორის ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 2,2 მლნ ლარის ოდენობით.
www.travelingeorgia.ge