ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ცხრა საუკეთესო ევროპულ ღვინოს შორის ორ ქართულ ღვინოს ასახელებს.სტატიაში „ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც დაგეხმარებათ პოტენციური ხისტი ბრექსიტისგან გადასარჩენად“, გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ალტერნატივად ბრიტანელებმა შესაძლოა, გამოიყენონ ქართული ღვინოები, „ოროველას“ საფერავი და „იბერიულის“ ქვევრის ღვინო “ქისი”.
„საქართველოს მეღვინეობის ანტიკური ტრადიცია აქვს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ეს ნეოლითის ხანიდან მოდის. საბედნიეროდ, „ოროველას“ საფერავის შესანიშნავ წითელ ღვინოს ქვის ხანის არაფერი აქვს. დამზადებულია ადგილობრივი გამძლე ჯიშის საფერავისგან, რომელიც ცნობილია ცივ ტემპერატურაზე გამძლეობით. სავსეა მუქი და წითელი ხილის არომატებით, სავსეა დამაკმაყოფილებელი ტანინებით და მისი გემო დიდხანს მიგყვებათ“ – წერს „ინდეფენდენთი“.
ბრიტანული გამოცემა „იბერიულის“ ქვევრის ღვინო ქისთან დაკავშირებით ნარინჯისფერზე აკეთებს აქცენტს და სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თეთრი ფერს ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ტყავთან კონტაქტის გამო იღებს.
„ზოგიერთს ეს მოსწონს, სხვებს არც ისე. ეს იყო გამარჯვებული „დექანტერ ეიჟიენ ვაინის“ ცერემონიაზე მოწყობილ გამოფენაზე. უზომოდ არომატული ღვინოა, სადაც ვაშლის, მსხლის და რბილი ხილის არომატები შევსებულია მარციპანის და შემწვარი ნუშის მინიშნებებით“, – წერს „ინდეფენდენთი“. ბრიტანული გამოცემა ქართულ ღვინოებთან ერთად ბრიტანელებისთვის ალტერნატივად თურქულ, უკრაინულ, მოლდოვურ, შვეიცარიულ და მაკედონურ ღვინოებს ასახელებს.
1tv.ge