ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
The New Yorker ქართულ სამზარეულოზე: კავკასიის კულინარიული მუზა
24 აპრილი, 2019

ცნობილი გამოცემა The New Yorker-ი ქართულ სამზარეულოზე წერს.

ლორენ კოლინსის სტატიაში, სათაურით “კავკასიის კულინარიული მუზა” ამერიკის მასშტაბით ქართული კერძების პოპულარობის ზრდასა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებზეა საუბარი.

გამოცემის ცნობით, კომპანია af&co.-მ ქართული სამზარეულო “წლის სამზარეულოდ” დაასახელა. “ხაჭაპური ფოტოგენური კერძია, Instagram-ზე ეს კერძი 35 000-ჯერ არის მონიშნული. Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ხაჭაპურის მირთმევა ჰოლივუდშიცაა შესაძლებელი, Tony Khachapüri-ში, რომელიც ახლახან ვიეტნამურ რესტორანში Banh Oui-ში გაიხსნა (მისი ერთ-ერთი მფლობელის ოჯახი სომხეთიდანაა, რომელიც საქართველოს ესაზღვრება)”, – აღნიშნულია ვრცელ სტატიაში.

გარდა ხაჭაპურისა, გამოცემა ლობიანზე, ხინკალზე, ნადუღზე, ქართულ ღვინოზე, სუფრის კულტურასა და ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ წიგნზეც წერს.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.