აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების Thomas Cook-ის და TAV-ის მენეჯერებს შეხვდა და მათთან რეგიონის ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კომპანიებმა ტურიზმის სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვეს.
კომპანია Thomas Cook 1841 წელს დაარსდა და ტურიზმის დარგში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. Thomas Cook მსხვილ ავიაკომპანიას ფლობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ოფისები და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.
www.travelingeorgia.ge