კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობა.
მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშრებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110 კმ-იანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ორი რეგიონის 28კმ-იანი გზით დავაკავშირება იქნება შესაძლებელი.
ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე სამინისტრო ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
მისივე თქმით, მხოლოდ წელს, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრქუტურაში და აქედან დიდი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება.
“სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრქუტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
Gbc.ge