ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტიკარაძე: ვაქცინაციაზე დამყოლობა არც ტურისტულ სექტორში იქნება
29 აპრილი, 2021

"საზოგადოებაში არის მცდარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ჩვენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულებულებს ავცრით, ტურისტი შემოვა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს ასე არ უყურებს და მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფის უსაფრთხოება, რომელშიც ლეტალური მაჩვენებელი მაღალია და ეს არის 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა.

„რაც შეეხება სექტორის გამოყოფას და ამ სექტორში ინტენსიური ტესტირების ჩატარებას, ეს არის გარკვეული დაძალება, რომელიც ალბათ არ უნდა იყოს მისაღები. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თუ ჯანდაცვა იტყვის, კი ბატონო აცერით ტურიზმის სექტორი, დამყოლობა იქნება. ალბათ მოგიწევთ იძულება და ჩვენ ვფიქრობთ, მოქალაქეები ამისგან უნდა დავიცვათ. მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.