ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტოჩინოშინი და ქართული ღვინო - პერსპექტივები იაპონიაში
08 ივნისი, 2018

იაპონიის ქალაქ უცუნომიაში (ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ი ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს მართავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ყოველ ღონისძიებაზე საუბარს პირველი ქართველი ოძეკით, პროფესიონალი სუმოისტით ტოჩინოშინით (ლევან გორგოძე) იწყებს, რაც იაპონიაში საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობას საგრძნობლად ზრდის.

კენიჩი ოჰაშისთან ერთად სტუმრებს იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოიკი ოკოში ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას აცნობენ.

როგორც ღონისძიების დასასრულს მოტოიკი ოკოშიმ განაცხადა, იაპონელ მომხმარებელს ეძლევა დააგემოვნოს უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით. იაპონელი სომელიე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინოები კარგად ეხამება სხვადასხვა სახის სპეციფიკურ საკვებს. დეგუსტაციის სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა.

კენიჩი ოჰაშის ინფორმაციით, სტუმართაგან 14-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო დაამატოს საკუთარი გაყიდვების სიას.

ღონისძიებას 50-მდე სტუმარი დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სემინარზე წარმოდგენილი იყო 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი“ - რქაწითელი, „თელედა/ორგო“ - რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ - მწვანე, „შალაური“ - მწვანე“, „შალაური“ - საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ - მუკუზანი. სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.