ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტოკიოში ღვინის გამოფენისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო
14 მარტი, 2019

2019 წლის 11 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3.5 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. 

გამოფენის საზეიმო გახსნა 15 მარტს არის დაგეგმილი, მას საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

განკარგულების მიხედვით, 3,500,000 ლარიდან 3,250,000 ლარი ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის, 250,000 ლარი კი – განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი. 

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.