ტურიზმში მკვეთრი ვარდნა ნარჩუნდება. თებერვალში საქართველოს მხოლოდ 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მაშინ როცა წინა წლებში თითქმის ნახევარი მილიონი მოგზაური ჩამოდიოდა. საერთო სტატისტიკაში 40 516 საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებია, კლება 89%-ზე მეტია.
ევროპიდან ვიზიტები 89.5%-ით დაეცა, ამერიკიდან კლება 93%-ს აღემატება. შუა აღმოსავლეთიდან 96%-იანი კლებაა, აღმოსავლეთ აზიიდან კი, 97%.
ტოპ 15 ქვეყანას შორის საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა უზბეკეთი ერთადერთი გამონაკლისია, სადაც 14%-იანი ზრდაა.
TOP-15 ქვეყანა ვიზიტორები მიხედვით:
-
თურქეთი 15 983 (-75%)
-
სომეთი 5 785 (-89.9%)
-
საქართველო (არარეზიდენტი) - 5760 (- 84.4% )
-
აზერბაიჯანი 3 950 (-95.8%)
-
რუსეთი 2 950 (-94.4%)
-
უზბეკეთი 1256 (+13.8%)
-
უკრაინა 1074 (-90.7%)
-
ყაზახეთი 443 (-83.6%)
-
ბელარუსი 408 (-86.2%
-
ირანი 347 (-95%)
-
ტაჯიკეთი 343 (-42.8%)
-
ბულგარეთი 602 (-66.1%)
-
ყირგიზეთი 572 (-68.5%)
-
გერმანია 166 (-93.8%)
-
საფრანგეთი 160 (-88.6%)
იანვარ-თებერვალში საქართველოს ჯამში 74 281 ვიზიტორი სტუმრობდა, მაშინ როდესაც 2020 წლის იანვარ-თებერვალში 910 548 ვიზიტორი ჩამვიდა საქართველოში.
business-partner.ge