ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა
09 ივლისი, 2021

2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146.6 ათასი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. წინა წელთან შედარებით ვიზიტორების ეს ნაკადი 287%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 76,946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი:

1. თურქეთი - 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87,0%
2. ისრაელი - 15,837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3432%
3. უკრაინა - 15,493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1324%
4. რუსეთი - 14,967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332%
5. სომხეთი - 13,342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68,7%
6. საქართველო (არარეზიდენტი) - 10,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 372,5%
7. ყაზახეთი - 7,328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1374,4%
8. აზერბაიჯანი - 6,900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 92,2%
9. საუდის არაბეთი - 6,046 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან
10. ბელარუსი - 3,809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 381,5%
11. უზბეკეთი - 2,772 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 181,7%
12. პოლონეთი - 1,793 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5173,5%
13. აშშ - 1,709 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3251,0%
14. გერმანია - 1,633 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2412,3%
15. ირანი - 1,352 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3554,1%

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიიზტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.

2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.