ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თორნიკე რიჟვაძე: სასტუმრო „ველმონდიში“ დასაქმებულები ხელფასს და სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ
17 აგვისტო, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სასტუმრო "ველმონდიში" არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ უსაფრთხოების ნორმები ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟურნალისტებთან საუბრისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პროცესში აჭარის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო და კონკრეტული შეთანხმება მიღწეულია.

"სასტუმროში დასაქმეული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. სასტუმროში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით დარღვევებია და კომპანიაში ამბობენ, რომ მას უახლოეს მომავალში გამოასწორებენ. ამის შემდეგ მოვილაპარაკებთ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ბიზნესოპერატორის საქმიანობა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, სტუმრების ნაწილი სასტუმროდან უკვე გაყვანილია, ამ თვალსაზრისით ტურიზმის ადმინისტრაციასთან გვქონდა მოლაპარაკებები და ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის გართულებას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ველმონდი", რომელიც ბაზარზე "ლეოგრანდის" ბრენდით ოპერირებდა, საქმიანობის ვადა დღეს 18:00 საათზე ეწურება. „ლეოგრანდში“ შარშან გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.