მალე ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია.
მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia-მ გაიმარჯვა.გამარჯვებულმა კომპანიამ კომპლექსი ხელშეკრულების დადებიდან 450 დღის ვადაში უნდა ჩააბაროს.
რაგბის სტადიონის მიმდებარედ საცურაო აუზის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. პროექტი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
www.bpi.ge