ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა.
როგორც bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეპორტაჟი CNN-ზე 14 სექტემბერს გადაიცემა. რეპორტაჟის ანონსი კი, CNN-ის ეთერით ყოველდღიურად ტრიალებს.
Destination Georgia – წარმოადგენს კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილს, 14 მილიონიანი აუდიტორიით.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.
CNN-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია ტელეკომპანია CNN-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. სარეკლამო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს შესახებ რამდენიმე საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მისივე ინფორმაცით, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის.
მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანდება და 23-წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.
bm.ge